პოლიციელთა მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდზე ძალადობა მთავრობის ადმინისტრაციასთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქმეს სწორი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს და ბრალდებული პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ.
საკუთარი პროტესტი გამოთქვეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმაც.