26 აპრილი 2024,   06:16
ვრცლად
საბერძნეთსა და თურქეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

დიდთოვლობაა საბერძნეთსა და თურქეთში - 12 საათიანმა თოვამ პრობლემები შექმნა ათენში. შეზღუდული იყო გადაადგილება, გზებზე რამდენიმე საათით დაყოვნება მოუწია 1 200-ზე მეტ ავტომობილს.

სტამბოლის აეროპორტში კი რეისების გადადების გამო ათასობით ადამიანი გამგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. რეისების ნაწილი დღეს უნდა შესრულდეს - მათ შორის არის ფრენები საქართველოს მიმართულებით.

ქვეყნის მასშტაბით, თოვლისგან გზების გაწმენდაში სამხედროებიც ჩაერთნენ. სტიქიის გამო დახურულია სკოლები და სავაჭრო ობიექტები. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები