16 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია და "ოცნება" უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე - კონსულტაციები დღეს გაიმართება

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კონსულტაციები დღეს უნდა გაიმართოს. შეხვედრა გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო, მიზეზად კი ტექნიკური საკითხები დასახელდა. დოკუმენტის ტექსტი ჯერ არ საჯაროვდება, თუმცა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარი ხაზი რუსული აგრესია და მისგან მომდინარე საფრთხეები უნდა იყოს.

"რეფორმების ჯგუფში" განმარტავენ, რომ სასურველია რეზოლუცია კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის გახსნის დღესვე დადგეს, ამისთვის კი რეგისტრაციის ბოლო ვადა დღეს იწურება

"რეზოლუცია, სადაც იქნება ერთიანი სულისკვეთება ნაჩვენები, როგორც ნორმალურ სახელმწიფოებში ხდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა, ასევე პრინციპულია ის, თუ რა ფორმულირებით მოხდება რეზოლუციაში ამ  სულისკვეთების გადატანა, იქნება ეს არამხოლოდ მხარდაჭერის კუთხით, არამედ დაგმობა რუსეთის იმ ქმედებების, რომელმაც საფრთხე შეუქმნა უკრაინას, შავი ზღვისა და ევროპულ უსაფრთხოებას,"-აცხადებს პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.

"ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ დღევანდელი კონსულტაციების შედეგად, პოლიტიკური ოპონენტები რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმდებიან. 

"გადადგმულია ყველა ნაბიჯი, რომ რაც შეიძლება სწარაფად განხორციელდეს ამ რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება, ჩვენ ღია ვართ ამ პროცესებისადმი, შესაბამისად, დღევანდელი კონსულტაციების მიმართ ვართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, უბრალოდ უნდა დაველოდოთ ამ კონსულტაციებს და საზოგადოება მყისიერად გაიგებს მის მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაციას,"-აცხადებს გივი მიქანაძე. 

დღის ამბები