16 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე 3 მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველად მიიღო მონაწილეობა NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში როგორც საკანონმდბლო ორგანოს ხელმძღვანელმა. პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა დარბაზში სადაც NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის მუდმივმოქმედი ელჩი იმყოფებოდა. 

ასევე, დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა. 

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე 3 მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა:

1) საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ მოლაპარაკებები არავისთან არ გაიმართება.

2) NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება.

3) NATO-ს არ დაუშვებს რუსეთის მიერ მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის მცდელობას.

 

დღის ამბები