16 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
მოახერხებს თუ არა პარლამენტი საბოლოოდ უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი რეზოლუციის მხარდაჭერას - დეპუტატები ტექსტზე ვერ თანხმდებიან

მოახერხებს თუ არა პარლამენტი საბოლოოდ უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი რეზოლუციის მხარდაჭერას - მოლოდინის მიუხედავად, დეპუტატები ტექსტზე ვერ თანხმდებიან.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შიდა კონსულტაციები გაგრძელდება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერი ადეკვატური დოკუმენტი მიიღოს. მათი განმარტებით, უთანხმოების მთავარი მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ტექსტში სიტყვა "რუსეთი" ნახსენები საერთოდ არ არის.

"კონსულტაციებს გავაგრძელებთ პარლამენტში ოპოზიციური ძალების სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით და იქნება ეს საგარეო კომიტეტის სხდომა თუ პლენალური სესია, კიდევ ერთხელ ავხსნით თუ სად იყო განსხვავება სახელისუფლებო პარტიასა და ჩვენს შორის რეზოლუციის ტექსტთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ არის იმ პოზიციის გამოვლინება, რომლითაც ოპოზიცია სისუსტეს ასხივებს,"- აცხადებს თეონა აქუბარდია. 

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია კი ამბობს, რომ ამ ტექსტში მმართველი გუნდის მიერ არ არის ხაზგასმული, რომ გმობენ აგრესორი რუსეთის პოლიტიკას. 

დღის ამბები