16 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
გამოკითხულთა 24%-ისთვის მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება" დგას - NDI-ის ახალი კვლევა

NDI ახალ კვლევას აქვეყნებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი მონაცემების მიხედვით, კითხვაზე - "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს" -  შედეგები ასე გადანაწილდა:

არცერთი პარტია - 41%

"ქართული ოცნება" - 24%

უარი პასუხზე - 12%

ენმ - 9%

არ ვიცი - 6%

სხვა - 8%

NDI-ის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

დღის ამბები