უკვე ერთ საათზე მეტია უკრაინის საელჩოში ოპოზიციის წევრები შეხვედრას მართავენ. ხელისუფლების ოპონენტები უკრაინის ელჩს ხვდებიან. საუბრის მთავარი თემა უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციაა.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, უკრაინა არის მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის.
"ასეთ დროს ჩვენი მხარდაჭერის ხმა უნდა მივაწვდინოთ და ინფორმაციაც მოვიპოვოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, უკრაინისგან, რომელიც მაგალითს იძლევა, როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის. ყველას, ვისაც აქვს კითხვის ნიშნები, უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მორალურად აუცილებელი პოზიცია, თუ საკუთარ თავისუფლებას პატივს სცემ, სხვისასაც უნდა სცემდე და მხარს უჭერდე. ამავე დროს პრაგმატულად იქ არ წყდება უკრაინის ბედი, პირდაპირ მიბმულია ჩვენი ჭაობიდან გაღწევის შანსები იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში,“- აცხადებს გიგა ბოკერია