16 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
საქართველო პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს მის სუვერენიტეტს და დაუშვებლად მიაჩნია ნებისმიერი სახის აგრესია - გივი მიქანაძე

ოპოზიციის შეხვედრას უკრაინის ელჩთან პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური სუბიექტებისგან  არასწორი ინფორმაცია მიეწოდება.

მისი თქმით, ტექსტში ხაზგასმით არის აღნიშული, რომ საქართველო პატივს სცემს და აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

"საზოგადოებას, სამწუხაროდ ოპოზიციის მხრიდან და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური სუბიექტებისგან მიეწოდება არასწორი ინფორმაცია. ამ ტექსტში ხაზგასმით არის აღნიშული, რომ საქართველო პატივს სცემს და აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტს, დაუშვებლად მიაჩნია ნებისმიერი სახის აგრესია და ესკალაცია, მათ შორის საომარი მოქმედებები და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი ესკალაცია აცილებული იქნას,"- აცხადებს გივი მიქანაძე. 

დღის ამბები