16 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ენმ-ს სურს დესტაბილიზაცია მთლიანად რეგიონში, ჩვენ კი სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი რატიო იონათამიშვილი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით აზრთას ხვადასხვაობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

რატიო იონათამიშვილი საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციას განამარტავს და ოპოზიციას დესტაბილიზაციურ ზრახვებში ადანაშაულებს.

"უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოხდა ჩვენი ოპონენტების ლუსტრაცია - ნაციონალურ მოძრაობას სურს დესტაბილიზაცია მთლიანად რეგიონში, ჩვენ კი დამოუკიდებლობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კერძოდ:

1. ჩვენ ყველა ნაბიჯს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში ვდგამთ!

2. ნაცმოძრაობის პოლიტიკის შედეგი ვიცით - მათ ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარეს რუსეთს. ასევე, კარგად გვახსოვს მათი მხარდაჭერილი რეზოლუციაც, რომელსაც 10 წელი უმალავდნენ ხალხს და რომლითაც ომის დაწყებაში დაადანაშაულეს ქართული სამხედრო ძალები!

3. ჩვენი პოლიტიკა განსხვავებულია -

ზუსტად ვიცით რას და რატომ ვაკეთებთ! ჩვენი თითოეული ნაბიჯი ეროვნული ინტერესებიდან, ომის არდაშვების და რეგიონში მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

4. რაც შეეხება ნაცმოძრაობის ტელევიზიების ნარატივს რეზოლუციასთან დაკავშირებით - ყველა ადამიანს აქვს უფლება ამ პროვოკაციული, უპრიმიტიულესი და მხოლოდ მტრისთვის სასარგებლო ნარატივის გავლენის ქვეშ იყოს!

5. დაბოლოს, რადგან რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტი ელენე ხოშტარია ყველაზე მეტად "აღაშფოთა" რეზოლუციის ტექსტმა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ძალიან სწორი გზით მივდივართ და პროვოკაციული რიტორიკის წამოწევის და ყურადღების საქართველოსკენ გადმოტანის შესახებ დავალება სწორედ რუსეთიდან მოდის," - წერს რატი იონათამიშვილი.

 

დღის ამბები