16 ნოემბერი 2024,   09:06
ვრცლად
რა წერია აშშ-დან რუსეთში გაგზავნილ წერილში და რატომ რჩება საიდუმლოდ დოკუმენტი - რიტორიკის შერბილებამ რუსული რუბლის ვარდნა შეაჩერა

მთელი მსოფლიო ცდილობს გაიგოს რა წერია წერილში, რომელიც მოსკოვმა ვაშინგტონისგან მიიღო. ცნობილია მხოლოდ ზოგადი შინაარსი - ვიცით, რომ NATO-ს კარი არ იხურება, თუმცა, როგორც რუსეთი ამტკიცებს, ამერიკის შეერთებული შტატების პასუხში არის საკითხები, რაც მათ მნიშვნელოვანი საუბრის დაწყების იმედს აძლევთ.

თეთრი სახლის პასუხი რუსეთის საგარეო უწყებაში ამერიკის ელჩმა, სალივანმა მიიტანა. დოკუმენტის საიდუმლოდ დატოვების გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლიკენმა ვაშინგტონში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ახსნა. აშშ-ში მიაჩნიათ, რომ კონფიდენციალურობა მოლაპარაკებებისთვის სივრცეს ტოვებს. ბლინკენის მიმართვის შემდეგ, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა NATO-ს შტაბბინაშიც.

მოსკოვი მიღებულ პასუხებზე კომენტარის გაკეთებას არ ჩქარობს. ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტილებას მიიღებს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი არ მალავს, რომ მიღებული წერილი არ მოსწონს.

ყოველ შემთხვევაში, გარკვეულწილად შერბილებულმა რიტორიკამ დღეს საფონდო ბირჟებსა და რუბლზეც იმოქმედა. რუსული ვალუტის ვარდნა შეჩერებულია. უკრაინაში კი იმედი აქვთ, რომ ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრამდე შემდეგი ორი კვირა შედარებით მშვიდი იქნება. ამის მიუხედავად, ყველა მხარე ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება.

უკრაინის თემაზე ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, იქამდე კი "კურიერი" რჩება უკრაინაში, სადაც ყოველ წუთს არის მოსალოდნელი სხვადასხვა სახის პროვოკაცია. 

დღის ამბები