ქართული პოლიტიკური ძალების მიმართ ამომრჩევლის სიმპათიისგან განსხვავებით, NATO-სა და ევროკავშირისადმი ქართველი ხალხის ერთგულება ბოლო გამოკითხვითაც დასტურდება.
კვლევა, რომელიც NDI-მ დღეს გამოაქვეყნა, არცერთი პოლიტიკური მოთამაშისთვის არ არის მოსაწონი, მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა ოპოზიციისთვის.
გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინეტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.
ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას: "ნაციონალურ მოძრაობას კი, გამოკითხულთა მხოლოდ 9 % უჭერს მხარს.
საგულისხმოა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 42%-მა არ იცის, ან არ ასახელებს პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კვლევა ერთი თვის წინ არის ჩატარებული.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე