ოპოზიცია მმართველ გუნდს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას უწუნებს. ხელისუფლების ოპონენტები აუცილებელად მიიჩნევენ, დოკუმენტში მკაფიოდ იყოს აღნიშნული, რომ აგრესიას მეგობარი ქვეყნის მიმართ რუსეთი ახორციელებს.
ოპოზიცია რეზოლუციის საკუთარი ვერსიის დარეგისტრირებას აღარ გეგმავს. მათივე განცხადებით, ისინი საკომიტეტო მოსმენების დროს, ეცდებიან "ქართულ ოცნებას" დოკუმენტის ტექსტში, შესწორებები შეატანინონ და მისაღები გახადონ.
ხათუნა სამნიძის თქმით, კომიტეტებზე მოსმენების დროს ისინი საჯაროდ მოითხოვენ "ქართული ოცნებისგან" განმარტებას, თუ რატომ არ წერს მმართველი პარტია რეზოლუციის ტექსტში რუსეთს.