უკრაინის მიმართ "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული მხარდასაჭერი მიმართვა, პოლიტიკური დავის საგანი გახდა თბილისის საკრებულოშიც.
მიმართვაში საკრებულოს წევრები შეშფოთებას გამოხატავენ უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო და აღნიშნავენ, რომ პროცესები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას.
მიმართვის შინაარსს არ ეთანხმება ოპოზიცია. როგორც თავად განმარტავენ დოკუმენტში არ არის ნახსენები რუსეთი და ოკუპაცია.