"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული რეზოლუცია სრულად ასახავს უკრაინის მხარდაჭერას; ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ რეზოლუციის დაწუნებას კი ვიწრო პარტიული ინტერესებით ხსნიან.
მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ განცხადება რელევანტურია იმ ვითარებისა, რომელიც ახლა არსებობს.
"კონკრეტულად, კონკრეტული სახელმწიფოს დასახელება-არ დასახელება არ შეიძლებოდა გამხდარიყო საჯილდაო ქვა ოპოზიციის მხრიდან. არავითარი ზედმეტი სიფრთხილე - ეს არის სწორი დიპლომატია, სწორი პოლიტიკა, სწორი პოზიციონირება. როდესაც ხარ ზედმიწევნიით ზუსტი, იმ ვითარების რელევანტური, რომელიც არსებობს. ასეთ ფონზე, განცხადებები თვალებში ნაცრის შეყრაა ადამიანებისთვის, როცა მათ ეუბნებიან, რომ ეს შეიძლება ისე განიმარტოს, როგორც უკრაინის აგრესიის საწინააღმდეგოდ გაკეთებულია ეს განცხადება,"-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.