პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი მგზავრობის საფასურის გადახდის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით საუბრობს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაშიძე ბილისის მერს მოუწოდებს, იმ ადამიანებისთვის, ვინც მხოლოდ ავტობუსით გადაადგილდება, 30 ლარიანი პაკეტი შემოიღონ, რაც მისივე თქმით, მგზავრობას შესამჩნევად გააიაფებს.
"მოვუწოდებთ თბილისის მერს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის მაინც, რომელიც მხოლოდ ავტობუსებით გადაადგილდება დღეში მაქსიმუმ 2-ჯერ, შემოიღოს დამატებითი პაკეტი, საუკეთესო შემთხვევაში 25-30 ლარიანი პაკეტი, რომელიც გაძვირების მიუხედავად, ოდნავ მაინც გაუიაფებს დანახარჯს რიგით თბილისელს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ტოტალური ინფლაციის ფონზე შეუმსუბუქებს საგადასახადო ტვირთს," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.