16 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ - საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე მობლენებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, იმედს იტოვებს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს უკრაინის მიმართ იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოსთან მიმართებით გამოიყენა.

სალომე ზურაბიშვილი ასევე იმედს იტოვებს, რომ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები საბოლოოდ დიალოგის ფორმატში გადავა.

"არ შემიძლია, რომ მე არ ვთქვა ორი სიტყვა უკრაინის მდგომარეობაზე, გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ.

მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ. იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგები არ მოაქვს.

დღევანდელი მსოფლიო არის სხვა, ის მე-20 საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრომიული არის და ამ ფორმით, მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ამიტომ, იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ყველაფერი გადავა საბოლოოდ დიალოგის ფორმაში," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები