16 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
"გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე" - პრეზიდენტმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის მოწოდებაა, მედიამ და საზოგადოებამაც გამოაცხადონ ერთგვარი მორატორიუმი სიძულვილის ენაზე გარკვეული პერიოდის მანძილზე. 

"თქვენც გთხოვთ რაღაცას, ხომ შეიძლება?! რომ გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე თქვენს არხებზე, ცოტა ხანი მაინც და ვნახოთ რამდენად ეს შვებას მოუტანს ჩვენს საზოგადოებას. ამაზე პასუხს არ გთხოვთ, გიტოვებთ როგორც თხოვნას. ყველასთვის არის ეს თხოვნა, ასევე საზოგადოებასთან, იმიტომ, რომ სოციალური ქსელი, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეები გამოდიან არაუფრო სახარბიელო სივრცე არის, ამიტომ ყველასთვის არის ეს ჩემი დიდი მოწიწებული მოთხოვნა," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასასრულს. 

დღის ამბები