რუსეთსა და უკრაინას შორის შექმნილი მწვავე დაპირისპირების მიზეზებსა და შედეგებზე "ატლანტიკური საბჭოს" ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე იმსჯელეს. NATO-ს კოლექტიური თავდაცვის განმტკიცება - ამ სახელწოდების დისკუსიაზე, შეხვედრის მონაწილეებმა კონფლიქტის დეესკალაციის პროცესებში აშშ-ისა და ევროპის ჩართულობასა და როლზეც გაამახვილეს ყურადღება.
"არავინ იცის, რეალურად, რას ფიქრობს პუტინი, თუმცა, ერთი რამ ცხადია - პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინის გარშემო არსებული რთული სიტუაცია შეარყევს რუსეთის გარშემო არსებული სახელმწიფოების მთავრობების თავდაჯერებულობას და გააადვილებს მათი მხრიდან რუსეთის ინტერესთა გათვალისწინებას, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოზე,"- განაცხადა გენერალმა უელსი კლარკმა.