26 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
ამერიკაში 22 მილიონი მილიონერი ცხოვრობს - ნახეთ მათი გამდიდრების საიდუმლო

როგორც აღმოჩნდა, მილიონერად გახდომა არც ისეთი რთულია - ყოველ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. Credit Suisse-ის კვლევის თანახმად, 2021 წლის მონაცემებით, აშშ-ში თითქმის 22 მილიონი ადამიანია, რომლებსაც აქვთ საკმარისი აქტივები იმისთვის, რომ მილიონერებად იწოდებოდნენ.

წიგნის, "Everyday Millionaires-ის" ავტორმა და რადიოწამყვანმა კრის ჰოგანმა ამ 22 მილიონი მილიონერიდან 10 000-ზე მეტი გამოკითხა იმისთვის, რომ მათი გამდიდრების საიდუმლო დაედგინა. 

ჰოგანის თქმით, ამ გამოკითხვით გაირკვა, რომ ამ ადამიანებიდან უმრავლესობა "უბრალო და შრომისმოყვარე" ხალხია, რომელთაც სიმდიდრე გონივრული გადაწყვეტილებების შედეგად დააგროვეს.

გამოკითხვის დროს ჰოგანმა საინტერესო სტატისტიკას მიაგნო - მისი რესპონდენტების 97% მიიჩნევდა, რომ თავად განკარგავდა საკუთარ ბედს, მაშინ როდესაც ამგვარად ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 55% ფიქრობს. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა, ბოლო მონაცემებით, სულ 334 მილიონია. 

დღის ამბები