16 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ეს 50 მილიონიანი ინვესტიცია ცხადყოფს, რამდენად დიდია ვალდებულება რომელიც აშშ-მ იკისრა ქართველი ხალხის წინაშე - კელი დეგნანი ფოთის ახალ ნავსადგურზე 

ფოთის ახალი ნავსადგურის გახსნაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა, რომ 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ ამ პროექტის განვითარებისთვის გაიღო, ცხადყოფს, თუ რამდენად დიდია აშშ-ს ვალდებულება საქართველოს კეთილდღეობისა და ქართველი ხალხის წინაშე.

"მე მახსოვს, რომ ამ პროექტის ადგილას 2020 წელს ვიყავი, მშენებლობა მიმდინარეობდა და ძალიან მახარებს, რომ დღეს აქ ვარ და საბოლოო შედეგს ვხედავ. ეს 50-მილიონიანი ინვესტიცია ცხადყოფს, რამდენად დიდია ვალდებულება, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იკისრა საქართველოს კეთილდღეობისა და ქართველი ხალხის წინაშე.

მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში, ეს პორტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ შესაძლებლობებს. ეს ინფრასტრუქტურა  სარგებელს მოუტანს მთელს რეგიონს. 
ეს ტერმინალი არის უფრო დიდი ამბიციის ნაწილი და საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ხელს შეუწყობს ვაჭრობას.
ეს განვითარების პროექტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, რომ ძალიან სწრაფად მიაწოდოს ტვირთები და დააკავშიროს სხვადასხვა მხარეები,"- განაცხადა ელჩმა. 

დღის ამბები