16 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
ეს უნდა იყოს ძლიერი რეზოლუცია, მკაფიო მესიჯებით ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისა და უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის შესახებ - კელი დეგნანი

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი ორშაბათს ბიუროს სხდომაზე გავა. ტექსტს "ქართული ოცნება" დააინიცირებს. დოკუმენტს ხელს მხოლოდ მმართველი პარტია აწერს, დანარჩენი პოლიტიკური ძალები კი ისევ თავს იკავებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ტექსტში მეტი სიცხადე უნდა იყოს.

პროცესებს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართული მხარის მომზადებული რეზოლუცია უნდა იყოს ძლიერი და შეიცავდეს მკაფიო მესიჯებს ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისა და უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის შესახებ.

"პოზიტიურად მიმაჩნია ის, რომ ტექსტზე მოლაპარაკებას აწარმოებდა მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები, ვინაიდან ეს უნდა იყოს ძლიერი რეზოლუცია, რომელიც აგზავნის ნათელ შეტყობინებას ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისა და უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის შესახებ ძალიან დაძაბულ მომენტში. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვუგზავნით ერთიან, ნათელ გზავნილს რუსეთს, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთღხოების პრინციპებს, რომელიც ევროპის უსაფრთხოებასა და კეთილდღესობას ინარჩუნებს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასე რომ, გზავნილი საქართველოსგან, უკრაინისგან, NATO-ს მოკავშირეებისგან, აშშ-სგან არის საკმაოდ ნათელი - რომ ჩვენ ერთად ვიდგებით, დავუპირისპირდებით და გადავლახავთ კრიზისს, რომლის შექმნასაც რუსეთი აქ ცდილობს. ეს ნამდვილად არის კრიზისი, რომელსაც რუსეთი ქმნის,"- აცხადებს დეგნანი. 

დღის ამბები