29 აგვისტო 2026,   15:08
ვრცლად
საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წამახალისებელი პროგრამები გააცნეს.

კოვიდ რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამის თებერვალში გაგრძელება და 50 წლის ასაკის ზემოთ ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებისთვის 100 ლარიანი დახმარების განხორციელება იმუნიზაციის ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.

დღის ამბები