16 ნოემბერი 2024,   09:05
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერები რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ - რა იყო საუბრის მთავარი თემა

"ქართული ოცნების" ლიდერები რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სამეგრელოს რეგიონში იმყოფებიან. შეხვედრის მთავარი თემა ადგილზე არსებული პოლიტიკური ვითარება და პარტიის სამომავლო გადაწყვეტილებების განსაზღვრა იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი,"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ადგილობრივ დეპუტატებთან შეხვედრის მთავარი თემა საკრებულოში არსებული ვითარება იყო.

"დღეს გვქონდა შეხვედრა ზუგდიდში ყველა დეპუტატთან. რა თქმა უნდა განვიხილეთ საკრებულოებში არსებული ვითარება და ის თუ, როგორ ვხედავთ მოვლენების შემდგომ განვითარებას.  ჩვენ ხედვები გავაცანით და მოვისმინეთ მათი ხედვებიც არსებულ ვითარებასთან  დაკავშირებით,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ  ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა ხელი არ უნდა შეუშალოს მუნიციპალიტეტის განვითარებას. 

"ჩვენი საუბრის და განხილვის თემა პარტიის საორგანიზაციო საკითხები იყო. ასევე ის საკითხები რაც იმ სიტუაციას ახასიათებს, როდესაც არ არსებობს უმრავლესობა, კონკრეტულ რაიონებში და აქ პრობლემები უნდა იყოს ნაკლები. ამ სიტუაციამ გავლენა რაიონის განვითარებაზე და ხალხის საჭიროებებზე არ უნდა მოახდინოს,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები