"ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად აქტიურ გაზაფხულს აანონსებს - პარტიის სტრატეგიას, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით და გეგმებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დღეს გაასაჯაროვებენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას აპირებენ.
"გამოცხადდება პარტიის გადაწვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავთ პოლიტიკურ პროცესებს მომავალში, როგორ უნდა გამოვიწვიოთ პოლიტიკური ცვლილებები და რა ბერკეტებით უნდა ვიმუშაოვოთ. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, როგორც პარლამენტში, ისე საკრებულოში და მათ შორის ქუჩის აქციები. ნაციონალური მოძრაობის გეგმა - როგორ მივიაღწიოთ პოლიტიკურ ცვლილებებსა და ვადამდელ არჩევნებს, იქნება გაცხადებული," - აღნიშნა პარტიის წევრმა ნიკა ობოლაძემ.
მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ენმ-ს პარლამენტში შესვლა პოლიტიკურ დღის წესრიგს არ შეცვლის და პარტიისგან მხოლოდ დესტრუქციულ ნაბიჯებს ელოდებიან.
"საერთოდ უინტერესო გახდა "ნაცმოძრაობის" პოზიცია შესვლა, არ შესვლასთან დაკავშირებით. ყველამ იცის, რომ ამით არაფერი იცვლება. ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური პარტია. მათ სხვანაირად მოქმედება არ შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, როდის შევლენ და გამოვლენ ისინი პარლამენტში, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამასთან ერთად დესტრუქციულ ელემენტებზე საუბრობენ, აქედან ყველაფერი ნათელია," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.