სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის მერიაში - საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, ისინი არჩილ ჩიქოვანს კაბინეტთან, შეხვედრების ოთახში ელოდებოდნენ. მოგვიანებით შენობაში სამართალდამცველები გამოჩდნენ და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ოთახიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რა დროსაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქალაქის მერი იმალება და ასე ცდილობს თავი აარიდოს შეკითხვებს.
როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, მერთან შეკითხვები ქალაქში არსებულ პრობლემებსა და აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ჰქონდათ.