20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე წლის ბოლომდე გადავა - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე გადავა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლინიკის ახალი შენობის სარემონტო სამუშაოები უკვე დაიწყება და საბოლოოდ უმაღლეს სტანდარტების შესაბამისი იქნება.

"აღნიშნული გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნა დაჩქარებულად, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა, როგორც იმ მოიჯარისთვის, სადაც დღეს არის ინფექციური საავადმყოფო, ასევე, ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ უკვე ახალ ლოკაციაზე გადავიტანთ მას და გვექნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტების მქონე კლინიკა,"- განაცხადა მინისტრმა. 

დღის ამბები