16 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰასან აჰმედ ალი მოჰამედ ალ მოტავასთან შეხვედრა გამართა.

როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორივე მხარემ კმაყოფილება გამოხატა, რომ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტურიზმში, ვაჭრობა-ეკონომიკაში, პირდაპირ ფრენებსა და ინვესტიციებში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. შალვა პაპუაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ ერთობლივი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარმატებით განხორციელდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების როლს და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა, ორმხრივი ხელშეკრულებებით თუ უმაღლესი დონის საპარლამენტო ვიზიტებისა და შეხვედრებით ამ პროცესში წვლილი შეიტანოს.

კატარის ელჩმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის კატარის მხარის მზადყოფნა დააფიქსირა.

დღის ამბები