16 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
"ვთვლი, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია" - ევროკავშირის ელჩი "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას მიესალმება

ევროკავშირის ელჩი "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას მიესალმება.  კარლ ჰარცელის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაც სწორედ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ვალდებულებას ითვალისწინებდა.

"ჩვენ დაუღალავად ვცდილობდით, რომ საქართველოში ყოფილიყო ისეთი პარლამენტი, სადაც იქნებოდა შესაბამისი ფორუმი იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეღო მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში. როგორც მოგეხსენებათ, 19 აპრილის შეთანხმებაშიც იყო ეს ნახსენები. მე ვთვლი, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია," - ამბობს კარლ ჰარცელი

დღის ამბები