16 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
ენმ-ს გადაწყვეტილება ასეთია - მოდი ჩვენ ქუჩას არ გავეშვებით, მაგრამ პარლამენტშიც ვიქნებით, მიზანი უკვე ნათელია - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის და მუშაობის საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

მდინარაძის თქმით, ქუჩიდან პარლამენტში შესული ენმ ძველებურად აპირებს მუშაობის გაგრძელებას. 

"ენმ-ს გადაწყვეტილება ასეთია - მოდი ჩვენ ქუჩას არ გავეშვებით, მაგრამ პარლამენტშიც ვიქნებით, მიზანი უკვე ნათელია, ქუჩიდან მიზნები რასაც ემსახურება, ვიცით. პარლამენტშიც იმავე მიზნით შემოსული ნაცმოძრაობა იმავე ხასიათში გააგრძელებს მუშაობას, როგორც აქამდე აკეთებდნენ, თუ, რა თქმა უნდა, ამას მუშაობა ჰქვია,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები