16 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
2008 წელს რუსეთმა თქვა, რომ საქართველოში სამშვიდობოებს აგზავნიდა, თუმცა ის რეალურად დამოუკიდებელ, დემოკრატიულ ქვეყანაში იჭრებოდა - ჯეიმს კარიუკი

გაეროს უშიშროების საბჭოზე, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავენ, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გაერო-ში ჯეიმს კარიუკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთმა თქვა, რომ საქართველოში სამშვიდობოებს აგზავნიდა, თუმცა ის რეალურად დამოუკიდებელ, დემოკრატიულ ქვეყანაში იჭრებოდა:

"2008 წელს, რუსეთმა ამ საბჭოს უთხრა, რომ საქართველოში სამშვიდობოებს აგზავნიდა. რეალურად, ის დამოუკიდებელ, დემოკრატიულ ქვეყანაში იჭრებოდა. 2014 წელს რუსეთმა ამავე საბჭოზე უარყო ყირიმში მისი ძალების არსებობა. რეალურად, მისი ჯარისკაცები დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინის ნაწილის ანექსიას ახდენდნენ. დღეს რუსეთი უარყოფს, რომ მისი ძალები უკრაინას საფრთხეს უქმნიან, თუმცა ჩვენ კვლავ ვხედავთ დეზინფორმაციას, კიბერშეტევებსა და დესტაბილიზაციის შეთქმულებებს, რომლებიც მიმართულია დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ,"- აცხადებს  გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაერო-ში ჯეიმს კარიუკი

დღის ამბები