ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველა ფრაზა რაც შიგნით ჩაიწერება იქნება გაზომილი და ნაფიქრი.
მისი თქმით, რეზოლუციის ტექსტი არსებული სახით დარჩება, რადგან ეს მოცემულობა საჭიროა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
"არავინ აპირებს ამ პრივიტიმიზმზე წამოგებას - "ერთი სიტყვის გეშინიათ, ჩაწერის გეშინიათ", - აქ ასე საკითხი ვინც დააყენა, იმას ხალხზე და საზოგადოებაზე ძალიან ცუდი და მდაბიო წარმოდგენა აქვს.
მისი საქმეა, ვისაც უნდა გაიზიაროს, რომ „ამათ ეშინიათ ამ ფრაზის ჩაწერის და ვერ ახსენებენ რუსეთს“ - საქართველოს კონტექსტში აქ ვსაუბრობთ ? - არ ვსაუბრობთ, სხვა რაღაცას შეეხება რეზოლუცია. საქართველოს კონტექსტში რას არ ვლაპარაკობთ, რომ რუსეთის ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამ თემებზე მოვრიდებივართ თუ მოვერიდებით საუბარს? თუ რაზე ვლაპარაკობთ ახლა ?! რეზოლუციის ტექსტი სხვა რამეს, დღევანდელ მოცემულობას, დღევანდელ საფრთხეებს შეეხება და ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ვერც ერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, ამ ტექსტთან დაკავშირებით ჩვენ ვერ მოგვედავება და ყველასთან ვიქნებით მართლები. თუკი ვინმე შეკამათებასაც კი შეეცდება ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ მას დავუბრუნებთ პასუხს, სადაც ასევე მართლები ვიქნებით, ეს თქვენ უნდა იცოდეთ, ძალიან კარგად თუ არ იცით, სამწუხაროა, არადა მგონია, რომ იცით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ტექსტში არ ვაპირებთ შეყოლას, რაც არის რჩება ასე! ამის გაყიდვა ისე, რომ ჩვენ შეგვეშინდა რაღაც ფრაზის, ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ძალიან გული მისკდება ვახსენოთ თუ არა ოკუპანტი ქვეყანა, ასე არ არის,"- განაცხადა მდინარაძემ.