16 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
რუსეთი არის დესტაბილიზაციის შემქმნელი სულ მცირე 2008 წლიდან, საქართველოსთან ომით - კრიტოფ შჩერსკი

პოლონეთის ელჩი გაერო-ში კრიტოფ შჩერსკის განცხადებით, რუსეთი დესტაბილიზაციის შემქმნელი სულ მცირე 2008 წლიდან არის:

​"რუსეთი არის დესტაბილიზაციის შემქმნელი სულ მცირე 2008 წლიდან, საქართველოსთან ომით, 2014 წელს ყირიმის არალეგალური ანექსიით. როგორც ვთქვით, გაყინული კონფლიქტები აღმოსავლეთ უკრაინაში,  საქართველოს რეგიონებში ცხინვალსა და აფხაზეთში, ასევე მოლდოვაში ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ეს ძირს უთხრის ჩვენ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში,"- აცხადებს კრიტოფ შჩერსკი.

დღის ამბები