16 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ყატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

ელჩმა შალვა პაპუაშვილს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეობა მიულოცა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყანას შორის მიღწეულ პროგრესზე ტურიზმის, ვაჭრობისა და ინვესტირების სფეროებში.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების როლს ურთიერთობების გაღრმავებაში და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თავის მხრივ მჭიდრო თანამშრომლობას მიესალმება ყატარის ელჩიც.

დღის ამბები