07 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
ძლიერი ქარი ამსტერდამში - ნიდერლანდებში ავიარეისები შეფერხდა

ძლიერი ქარის გამო ნიდერლანდებში ავიარეისები შეფერხდა. შიპ ჰოლის აეროპორტში 260 ფრენა გაუქმდა.

გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ თვითმფრინავები ბილიკზე დაჯდომას, მათ შორის არის "ჯორჯიან ეარვეისის" ავიალაინერიც. მფრინავმა თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასმა შეძლო.

ძლიერი ქარის გამო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა.

ამინდმა შეაფერხა სახმელეთო ტრანსპორტის მიმოსვლაც. მოსახლეობას მოუწოდებენ, უკიდურესი საჭიროების გარდა ქუჩაში არ გავიდნენ.

დღის ამბები