16 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება - რა თემებზე იქნება მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესიის გახსნა თებერვლის პირველ სამშაბათს ხდება.

სესიის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველ საკითხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება იქნება. 

ოპოზიციაში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს უნდობლობას უცხადებენ და მის მხარდაჭერას არ აპირებენ.  მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ცესკოსთვის შერჩეული კანდიდატები სტანდარტებს აკმაყოფილებენ. 

"კალანდარიშვილი არ არის ის კანდიდატი, რომელიც ნდობას იმსახურებს. შესაბამისად, მას მხარს ვერ დავუჭერთ," -აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დღევანდელი სესია დატვირთული იქნება ძალიან ბევრი კანონპროექტით.

"სესია დატვირთული იქნება ძალიან ბევრი კანონპროექტით და იმ კონკრეტულ პროგრამებზე მუშაობით, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებზე არის ორიენტირებული, ესენია: ჯანდაცვა, განათლება, სოციალური საკითხები და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ასევე, ცესკოს კანდიდატების განხილვა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი,"- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ დღევანდელ სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზეც იმსჯელებენ:

"რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისკენ არის მიმართული. ამის მთავარი პათოსი არის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, ომის არ დაშვება, რაც არავის ინტერესში არ არის,"- აღნიშნავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი. 

დღის ამბები