16 ნოემბერი 2024,   08:07
ვრცლად
ლონდა თოლორაიამ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შედეგები გააცნო

სახელმწიფო ინსპექტორმა 2019-2021 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ლონდა თოლორაიამ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინსპექტორის საქმიანობის შედეგები გააცნო და  განხორციელებულ პროექტებზე, მიღწევებსა და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

"უნდა ვისაუბროთ გამოწვევებზე, რომლებიც ამ სამსახურის წინაშე იდგა. პირველი, ეს იყო საკანონმდებლო გამოწვევები, რომელთა მოგვარების მიზნით ჩვენ მივმართეთ დეკემბერში პარლამენტს, რომ გაძლიერებულიყო ამ სამსახურის ბერკეტები და მექანიზმები, თუმცა როგორც იცით, ამ კანონის ნაცვლად იქნა მიღებული სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება და გვქონდა ძალიან ბევრი პრაქტიკული გამოწვევა. ეს გამოწვევები იყო: თანამშრომლობის ნაკლებობა სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან, მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში თანამშრომლობის ნაკლებობა," - აცხადებს ლონდა თოლორაია.

 

დღის ამბები