16 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
წალენჯიხის საკრებულო მუნიციპალურ ბიუჯეტზე მსჯელობს - მთავარი ფინანსური დოკუმენტი სავარაუდოდ დღეს დამტკიცდება

წალენჯიხის საკრებულო მუნიციპალურ ბიუჯეტზე მსჯელობს.

იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენლობითი ორგანო მარტამდე მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ვერ დაამტკიცებს, დღის წესრიგში საკრებულოს წევრთა ხელახალი არჩევნები დადგება. სხდომა წალენჯიხაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

"ყველა პარტიას აქვს შენიშვნა ბიუჯეტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე რაიონი რომ არ გაჩერდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივიღოთ ბიუჯეტი და ცვლილებები მასში შემდეგ შევიტანოთ. შენიშვნები არის გარკვეულ სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით და ალბათ, მერი აიღებს ვალდებულებას, რომ ეს შენიშვნები გათვალისწინებული იყოს შემდეგი ცვლილების დროს,"- აცხადებს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია.

დღის ამბები