16 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
წალენჯიხის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

წალენჯიხის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტის პროექტი 2021 წელს, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოამზადეს, მას მხარი ოპოზიციურმა დეპუტატებმა დაუჭირეს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა კი თავი შეიკავეს  და აღნიშნეს, რომ მათ ბიუჯეტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ, თუმცა მერისგან პირობა მიიღეს, რომ ცვლილებების დროს, მათი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ხარჩილავამ აღნიშნა, რომ პროექტი განსხვავდება სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან, რადგან ჩინოვნიკების ხელფასების გაორმაგება არ არის გათვალისწინებული და პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები, მხოლოდ 10%-ით იზრდება. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 11 მილიონით არის განსაზაღვრული.

დღის ამბები