მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათ მიერ მომზდებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია პროვოკაციული რიტორიკისგან დაცულია, შესაბამისად ისინი კოლეგებს ამ ტექსტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აკაკი წერეთელი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ოპოზიცია მის მიმართაც გამოთქვამდა უკმაყოფილებას, საკუთარ ლექსში რუსეთი ვერ ახსენაო.
"რეზოლუციაზე პირველი გვახსენდება ყველას რა? გვახსენდება მათ მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში. არაფრად არ უნდათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. "ნაცმოძრაობა" ასეთ საკითხებთან დაკავშირებით რამეში რომ დაგეთანხმება, შემდეგ კარგად უნდა დაფიქრდე რაღაც ცუდი ხომ არ ხდება. რატომ გეთანხმება, რამე პროვოკაციული ხომ არ არის ჩადებული, ომის რიტორიკას ხომ არ აღვივებს რაღაც ამ ნარატივში...
დღეს აკაკი წერეთელი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის ლექსი რაღაც რომ მოიტანეს, "დამეხსენი ჩრდილოელო", იტყოდნენ იქ ყველაფერი დაწერაო აკაკიმო. "რა მაქვს შენთან საზიარო", "თავად ვერ მოგივლია საკუთარი თავისთვისო" და ა.შ. ეს ყველაფერი უთხრესო, მაგრამ აკაკიმო რუსეთი ვერ ახსენაო, ამათგან ესეც მოსალოდნელია, ამასაც იტყოდნენ ალბათ იმიტომ, რომ იმ ლექსში რუსეთი არ არის ნახსენები. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, შეიძლება ესეც ეკადრებინათ, რომ რუსეთი ვერ ახსენაო.
სტრასბურგში ჩვენ იმიტომ მოვიგეთ, რომ მართლები ვიყავით და პირველ რიგში მათთან უნდა ვიყოთ მართლები და მათ წინაშე კი არა, ტერმინებში თუ გაინტერესებთ," - განაცხადა მამუკა მდიონარაძემ ოპოზიციის საპასუხოდ. ოპოზიციის მთავარი არგუმენტი, რატომაც წარდგენილი რეზოლუციის ტექსტს მხარს არ დაუჭერენ ის არის, რომ დოკუმენტში რუსეთი ნახსენები არ არის.