16 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
უკრაინას ბევრი მეგობარი ჰყავს და კიევი მათი მადლიერია, თუმცა ქვეყანას უკრაინელების ნაცვლად არავინ ააშენებს და შეინარჩუნებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის წინაშე საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ვითარების დეესკალაციისა და დონბასის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების იმედს იძლევა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, უკრაინას ბევრი მეგობარი ჰყავს და კიევი მათი მადლიერია, თუმცა ქვეყანას უკრაინელების ნაცვლად არავინ ააშენებს, დაიცავს და შეინარჩუნებს.

"ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს,"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღის ამბები