16 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას დაჟინებით მოითხოვა უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარებისა და ტექნიკის გაყვანა - სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა ერთგულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ალიანსები.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სასწრაფოდ მოითხოვა რუსეთისგან დაუყოვნებლივ დეესკალაცია და უკრაინის საზღვრებიდან ჯარების და სამხედრო ტექნიკის გაყვანა.

"მან აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას პასუხად სწრაფი და მძიმე შედეგები მოჰყვება და და რუსეთს დიპლომატიური გზის გატარებისკენ მოუწოდა," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დღის ამბები