დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის გაგრძელება იქნება კატასტროფა, როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული კუთხით. ამის შესახებ ჯონსონმაა უკრაინაში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბორის ჯონსონმა განაცხადა, დიდ ბრიტანეთს მზად აქვს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის შეიჭრება უკრაინაში.
"როცა აქ ვდგავართ, ასი ათასი რუსი სამხედრო მობილიზებულია უკრაინის საზღვართან. რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის გაგრძელება იქნება კატასტროფა როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული კუთხით," - განაცხადა ჯონსონმა.
მისი განცხადებით, დიდი ბრიტანეთი დღეს დამატებით ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინას.
"უკრაინელ ხალხს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ, რომელ ალიანსში გაერთიანდნენ, გადამწყვეტია, რომ რუსეთმა აირჩიოს დიპლომატია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც კი რუსეთი შემოიჭრება უკრაინაში, სანქციები მაშინვე შევა ძალაში. სანქციები მზად არის. იმედი მაქვს, პუტინი უკან დაიხევს და აირჩევს დიპლომატიის გზას," - განაცხადა ჯონსონმა.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.