16 ნოემბერი 2024,   06:16
ვრცლად
პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს თებერვლის შუა რიცხვებში აირჩევს

პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს მომავალ სასესიო კვირას - ანუ თებერვლის შუა რიცხვებში აირჩევს. კენჭისყრა საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე, გუშინ იგეგმებოდა, თუმცა პარლამენტმა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინიციატივა გაითვალისწინა და საჭირო კვორუმის არსებობის მოტივით ხმის მიცემის პროცედურა გადაიდო.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფთან ამ მიმართულებით კონსულტაციები გრძელდება.

"ვაგრძელებთ კონსულტაციებს ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან. გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო განხილვებმა, რომლის ფორმატშიც კანდიდატების მოსმენა განხორციელდა, ცხადყო კონკრეტული კანდიდატების ძალიან მაღალი პროფესიონალური დონე, მათი ხედვები, რომელიც მნიშვნელოვანია ცესკოს შემდგომი განვითარების და არჩევნების კუთხით არსებული კანონმდებლობის კიდევ უფრო სიღრმისეულად განხორციელების თვალსაზრისით,“ - ამბობს გივი მიქანაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ კვორუმთან დაკავშირებით პანდემიის გამო სერიოზული პრობლემები შეიქმნა, აქედან გამომდინარე კენჭისყრის გადადების აუცილებლობა გახდა საჭირო.

 

დღის ამბები