კანონმდებლებმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევანი გიორგი კალანდარიშვილისა და თენგიზ თევზაძეს შორის უნდა გააკეთონ.
"სტრატეგია აღმაშენებელში" მზად არიან მხარი ცერცვაძე დაუჭერენ, რადგან მას მიუკერძოებელ და "ქართული ოცნების" გავლენისაგან თავისუფალ კანდიდატად მიიჩნევენ.
"ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი მხარს უჭერს ბატონი თევზაძის კანდიდატურას ამ პოსტზე და მიგვაჩნია, რომ ის არის სწორედ ის კანდიდატი, რომელსაც არ ექნება გავლენები არც "ქართული ოცნების" და სხვა ნებისმიერი პარტიისგან. ვფიქრობთ, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა უნდა იყოს მთავარი, რითიც უნდა ხელმძღვანელობდეს ცესკოს თავმჯდომარე,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.
პარტია "მოქალაქეებში" კი მიიჩნევენ, რომ გიორგი კალანდარიშვილმა გასული წლის თვითმმართველობის არჩევნები კარგად ჩაატარა და ის თავმჯდომარის პოსტს კვლავ იმსახურებს.
"გიორგი კალანდარიშვილი იყო ცესკოს თავმჯდომარე, და ბოლო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შეფასდა, როგორც კარგად ორგანიზებული არჩევნები. ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭირო ამ ადამიანს მხარი, როდესაც მან კარგად გაართვა არჩევნებს თავი და რატომ არ უნდა მივცე დამატებითი მოტივაცია - მით უმეტეს, შევხვდი და მოვისმინე სამომავლო ხედვები და ძალიან კარგი ხედვები აქვს,"-აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი.