5 ივლისის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. გამოკითხვაზე დღეს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა დაიბარეს.
"5 ივლისის რამდენიმე ეპიზოდია ამ სასამართლო პროცესზე გაერთიანებული. მე უშუალოდ ვიკითხები თამარ თათარაშვილი და შოთა სიკინჭილაშვილს ნაწილზე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის, ილია თვლიაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებით. ფაქტობრივ გარემოებებზე გავამახვილებ ყურადღებას და ავღწერ 5 ივლისს რა ტრაექტორიით გადავაადგილდებით და სად მოხდა ჩემი უფლებების შეზღუდვა,"- განმარტავს სალომე ბოკუჩავა.
პროცესი რამდენიმე ეპიზოდს ეხება, მათ შორის სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფზე ძალადობის საქმეს.