16 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
"გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს" - პუტინი ნატოსგან თავს მოტყუებულად გრძნობს

რუსეთ-უკრაინის კრიზისი - ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. უკან არცერთი მხარე იხევს და აქამდე დაყენებულ მოთხოვნებს ისევ ძალაში ტოვებენ.

ვლადიმერ პუტინი ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პასუხით უკმაყოფილოა და ამას ღიად აცხადებს. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ამერიკულმა მხარემ რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები უგულებელყო. 

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ თავს მოტყუებულად გრძნობს.

"რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო. ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება. ესენია: ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება. ნატო ჩვენ დაგვპირდა, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა არცერთი ინჩით. ახლა კი ალიანსის წევრები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი. მათ ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს, როგორც იტყვიან, გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს," - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა აღნიშნა ისიც რომ თუკი უკრაინა ნატოს წევრი იქნება, შესაძლოა ყირიმში სამხედრო ოპერაციაც დაიწყოს.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები