"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნის, მის მუშაობაში მმართველი პარტიაც ჩაერთვება.
ამასთან, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მმართველი ძალა კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.
"ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ კომისია საჭიროა. თუ ისინი კომისიის შექმნას საჭიროდ თვლიან, ამის გაკეთების საშუალება აქვთ. თუ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნიან, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რომ საზოგადოებას სიმართლე კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ.
ოპოზიციას უნდა, ეს ინსტრუმენტი იმისთვის გამოიყენოს, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, ამას მეტი მიზანი არ გააჩნია," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.