16 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრები, უკრაინის მხარდასაჭერად, კიევში გაემგზავრნენ

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრები, უკრაინის მხარდასაჭერად, კიევში გაემგზავრნენ. ოპოზიციონერები პარტნიორ ქვეყანაში უკრაინელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაუდასტურებენ.

პარტიის ლიდერების თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები უკრაინის რადას წარმომადგენლებთან გაიმართება, მათ შორის მმართველი პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელობასთან.

"შეხვედრებია დანიშნული ხვალ რადაში, ვხვდებით როგორც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლებს და ფრაქციებს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრები ენჯეო სექტორთან. ყველაზე მთავარი გზავნილი რითაც ჩვენ მივდივართ, არის რომ ქართველი ხალხი დღეს დგას მკაფიოდ უკრაინელი ხალხის გვერდზე,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები