"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პოლიტსაბჭოზე განხილული იქნა შუალედური არჩევნების საკითხი. მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა, პოლიტსაბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე მათი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავი გარდაბნის საარჩევნო ოლქში ირაკლი შატაკიშვილი იქნება.
ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ ოლქში რამაზ ჯინჭარაძე.
"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება, რუსთავი გარდაბნის საარჩევნო ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს, ბათუმის არჩევნებზეა დამოკიდებული ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის,"- განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
არჩევნები 2022 წლის 2 აპრილს ჩატარდება.