19 აპრილი 2024,   16:02
ვრცლად
მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის - ქვეყნები მწვანე ბარათების კონცეფციას ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ​

ისრაელი, დანია, ლიეტუვა, ესპანეთი - მსოფლიოს ქვეყნები მწვანე ბარათების კონცეფციას ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ. მთავარი არგუმენტი "ომიკრონით" ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე, კოვიდ სერტიფიკატების ეფექტურობის შემცირებაა.

ზოგიერთ სახელმწიფოში დღეიდან პირბადის გამოყენების ვალდებულებაც მოიხსნა, გაუქმდა მუშაობის დისტანციური რეჟიმიც!

მსოფლიოს ქვეყნები კორონავირუსთან ბრძოლის ტაქტიკებს ცვლიან, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მასშტაბური გახსნების შესახებ არც თუ ისე დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს.

შეზღუდვების გაუქმება ვირუსის გაქრობას არ ნიშნავს და პიკი ჯერ კიდევ წინაა - ამბობს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი. ქვეყნებს, რომლებიც კოვიდ რეგულაციებზე უარს ამბობენ, ტედროს გებრეიესუსი მოუწოდებს, მზად იყვნენ აკრძალვების ხელახლა დაწესებისთვის.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები